ავღანეთში ეკონომიკური ვითარება კრიტიკულია

ამან შეიძლება მიგრანტების ახალი ტალღა გამოიწვიოს

1744796
ავღანეთში ეკონომიკური ვითარება კრიტიკულია

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ავღანეთში საკმარისად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ. გაეროს უშიშროების საბჭოსთან გამართულ ბრიფინგზე გრანდიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში შექმნილმა ვითარებამ, შეიძლება გამოიწვიოს ლტოლვილთა ახალი კრიზისი. მანვე განაცხადა, რომ ავღანეთში დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს შიმშილის ზღვარზე, მათვე უჭირთ თავშესაფრის, სუფთა სასმელი წყლისა და ჯანმრთელობის სერვისებისადმი წვდომა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა 3,5 მილიონი ავღანელის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს. მისივე აზრით, ჰუმანიტარული დახმარებით ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა შეუძლებელია და თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სასწრაფო და აუცილებელი ზომები არ იქნება მიღებული, მაშინ, სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები