სუდანის მოსახლეობის 30%-ი შიმშილის პირისპირ დგას

სუდანის მოსახლეობის 30%-ი შიმშილის პირისპირ დგას

1744106
სუდანის მოსახლეობის 30%-ი შიმშილის პირისპირ დგას

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ წელს აფრიკის სახელმწიფო სუდანში, დაახლოებით 14,3 მილიონ ადამიანს (სუდანის მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტს) დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება,  რაც მიმდინარე წელთან შედარებით 8 მილიონით მეტია და ეს არის ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტ დახმარებას, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა საჭიროებს. გაერომ ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს, მთლიანობაში 41 მილიარდი დოლარია საჭირო იმ 183 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც მთელ მსოფლიოში კონფლიქტების, კორონავირუსის, გვალვის და სხვა მიზეზების გამო, აუტანელი სიღარიბისა და შიმშილობის პირისპირ დადგნენ. გაეროს ამავე ანგარიშის თანახმად, ავღანეთი, სირია, იემენი, ეთიოპია და სუდანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, ხოლო ეთიოპელების მდგომარეობა კი შეფასდა, როგორც  გაჭირვებულთა შორის" ყველაზე შემაშფოთებელი."



მსგავსი ინფორმაციები