ენტონი ბლინკენი კირიაკოს მიცოტაკისს ტელეფონით ესაუბრა

ენტონი ბლინკენი კირიაკოს მიცოტაკისს ტელეფონით ესაუბრა

1743959
ენტონი ბლინკენი კირიაკოს მიცოტაკისს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საბერძნეთის  პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც განხილულ იქნა რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე ძალისხმევა და ორმხრივ ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს.

„მინისტრმა ბლინკენმა და პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები. მათ ხაზი გაუსვეს სოლიდარობის მნიშვნელობას ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსული აგრესიის ფონზე“, აცხადებს ნედ პრაისი.



მსგავსი ინფორმაციები