თურქეთმა ნიგერს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა ნიგერს სამძიმარი გამოუცხადა

1743507
თურქეთმა ნიგერს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა, დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერს, მომხდარი ტერაქტის და დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში მწუხარებაა გამოთქმული ნიგერ-მალის საზღვარზე მდებარე, G5 Sahel-ის გაერთიანებული ძალების შტაბზე მომხდარი ტერაქტის შედეგად  დაღუპული 29 უსაფრთხოების ძალების წევრის გამო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ვგმობთ ამ ვერაგულ ტერორისტულ თავდასხმას. დაღუპულებს ღვთის წყალობას, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ნიგერის ხალხს და მთავრობას.“

ცნობისათვის, ქვეყნის მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ დაუდგენელმა პირებმა, ნიგერ-მალის საზღვარზე მდებარე G5 Sahel-ის გაერთიანებული ძალების შტაბზე თავდასხმა განახორციელეს. მომხდარი შეტაკების შედეგად ნიგერის 29 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიღუპა. ამავე ინფორმაციით შეტაკების დროს ასევე 79 ტერორისტიც იქნა ლიკვიდირებული.


საკვანძო სიტყვები: #სამძიმარი , #ნიგერი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები