სამგზავრო ავტობუსი მდინარეში გადავარდა

ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1743510
სამგზავრო ავტობუსი მდინარეში გადავარდა

კენიაში ქორწილში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ხიდზე გადასვლის მცდელობისას მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც ბოლო ინფორმაციით,  31 ადამიანი დაიღუპა. ეროვნული მედიის ცნობით, კიტუის პროვინციის გუბერნატორმა ჩარიტი ნგილუმ განაცხადა, რომ ავტობუსი, რომელიც 4 დეკემბერს ქორწილში უნდა წასულიყო, ხიდზე გადასვლის მცდელობისას მდინარეში ჩავარდა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 31 ადამიანი დაიღუპა. რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შეიძლება დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.  


საკვანძო სიტყვები: #სამგზავრო ავტობუსი , #კენია

მსგავსი ინფორმაციები