მორიგი ანტიისლამური პროვოკაცია გერმანიაში

ევინის მეჩეთის კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს

1743699
მორიგი ანტიისლამური პროვოკაცია გერმანიაში

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მდებარე ევინგ სელიმიეს მეჩეთის კარზე, ჯერჯერობით ვინაობა დაუდგენელმა პირმა, ღორის თავი ჩამოკიდა. მეჩეთის სოციალური მედიის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული თავდასხმა არის „რასისტული და ამაზრზენი ქმედება რა, მას მკაცრად გმობენ.“ ამავე განცხადებით, ქსენოფობია, ანტიისლამიზმი და მემარჯვენე ექსტრემიზმი ვერ შეუშლის ხელს დორტმუნდისა და ევინგის მაცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას და თანაარსებობას. ამავე განცხადებაში ასევე მადლობას უხდიან ევინის მერს ოლივერ სტენსს და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პროვინციის დეპუტატს ვოლკან ბარანს შემთხვევის ადგილზე მისვლით გამოჩენილი თანადგომა-მხარდაჭერისთვის. ევინის მეჩეთის უსაფრთხოების კამერაზე ჩანს, რომ გუშინ დილით ადგილობრივი დროით 04:32 საათზე, უცნობი პირი მივიდა მეჩეთის კართან, ღორის თავი ჩამოკიდა და შემდეგ სურათები გადაიღო.



მსგავსი ინფორმაციები