ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

„პალესტინელი ავტომანქანით დაესხა თავს ისრაელის საგუშაგოს“

1743698
ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის ჯარისკაცებმა, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე, ავტომანქანით თავდასხმის განმხორციელებელ პალესტინელს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზევე მოკლეს.  ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის, „დავითის წითელი ვარსკვლავის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი პალესტინელი ავტომანქანით თავს დაესხა ტენიმის (კუბარა) სამხედრო საგუშაგოს, რომელიც მდებარეობს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარიმსა და ისრაელის ქალაქ ტაიბეს შორის, რის შედეგადაც საგუშაგოზე მორიგე ისრაელის არმიის „უშიშროების ოფიცერი" მძიმედ დაშავდა, ხოლო მასზე თავდასხმის განმხორციელებელი პალესტინელი კი, ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. ამავე განცხადებით, მძიმედ დაშავებული დაცვის თანამშრომელს ჯერ ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. პალესტინის ხელისუფლებას, ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები