საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათეულობით რაფალის ტიპის გამანადგურებლებს მიყიდის

საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათეულობით რაფალის ტიპის გამანადგურებლებს მიყიდის

1742708
საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათეულობით რაფალის ტიპის გამანადგურებლებს მიყიდის

საფრანგეთმა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამ ქვეყნისათვის 80 ერთეული Rafale/რაფალის  ტიპის გამანადგურებლის მიყიდვას ითვალისწინებს. ელისეის სასახლის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება, აბუ-დაბის პრინც, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთან, 80 ერთეული  Rafale/რაფალის  ტიპის  გამანადგურებლის და 12 შვეულმფრენის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებას  მოაწერა ხელი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს გაყიდვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია.

თვითმფრინავების მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება.

ცნობისათვის, საფრანგეთმა ადრე ეგვიპტეს 54, კატარს 36, ხოლო ინდოეთს 36  საბრძოლო თვითმფრინავი მიყიდა.



მსგავსი ინფორმაციები