სუდანში სამთავრობო კრიზისი დასრულდა

ახალმა პრემიერმა ახალი კაბინეტი შექმნა

1742100
სუდანში სამთავრობო კრიზისი დასრულდა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდულა ჰამდუკმა ახალი დანიშვნები მას შემდეგ გააკეთა, რაც მან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილეები, რომლებიც დანიშნული იყო არმიის მეთაურის აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანის მიერ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 25 ოქტომბერს სამხედრო ინტერვენციის შედეგად გამოწვეული მთავრობის დაშლით, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის არმიის მეთაურის, ალ-ბურჰანის მიერ დანიშნული მინისტრის მოადგილეები და მათ მაგივრად დანიშნა ახალი პირები. ჰამდუკის ბრძანებულებითვე, მრავალ მინისტრს ახალი მოადგილეები დაენიშნა. სუდანში 25 ოქტომბერს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რასაც მოჰყვა სამხედროების მიერ მთავრობის დაშლა და ათობით პოლიტიკოსის დაკავება, მათ შორის პრემიერ-მინისტრისაც, 21 ნოემბერს ალ-ბურჰანსა და ჰამდუკს შორის ხელი მოეწერა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური კრიზისის დასრულებას. ამ შეთანხმების თანახმად, ალ-ბურჰანმა გააუქმა ჰამდუკის  პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება და მას დაავალა ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა. ამავე შეთანხმების ფარგლებში, მრავალი პოლიტიკოსი, მათ შორის მინისტრებიც, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.


საკვანძო სიტყვები: #ახალი მთავრობა , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები