მევლუთ ჩავუშოღლუ სტოკჰოლმში იმყოფება

ჩავუშოღლუს ორმხრივი შეხვედრები გრძელდება

1741766
მევლუთ ჩავუშოღლუ სტოკჰოლმში იმყოფება
cavusoglu isvec uluslararasi demokratlar birligi.jpg
vladimir makei-cavusoglu.jpg
cavusoglu-borrell.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვლადიმირ მაკეის შვედეთში შეხვდა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის ანგარიშზე, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს 28-ე სხდომაზე დასასწრებად ჩასულ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მას, აქ ჰქონდა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა. ჩავუშოღლუს განცხადებით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და მიგრაციის საკითხები განიხილეს.

თურქი დიპლომატი Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში იგი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელისაც შეხვდა რა, მათ ავღანეთის, ლიბიის, უკრაინის, კვიპროსის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები