კარიბის ზღვაში ორი გემის შეჯახების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

კარიბის ზღვაში ორი გემის შეჯახების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1741905
კარიბის ზღვაში ორი გემის შეჯახების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

კარიბის ზღვის ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებისკენ მიმავალი ემიგრანტებით სავსე ორი გემის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. რეგიონული პრესის ინფორმაციით, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორი გემი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ზღვაში სულ მცირე 64 მიგრანტი ჩავარდა, რომელთაგან უმეტესობა გადაარჩინეს, 7 ადამიანი კი დაიღუპა. რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტები ჰაიტიელები არიან.

მეორეს მხრივ, პოლიციამ 16 ემიგრანტი დააკავა, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ.

ჰაიტიელები დიდი ხანია ცდილობენ მიაღწიონ რეგიონის მდიდარ კუნძულებს მათ ქვეყანაში ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისის გამო.


საკვანძო სიტყვები: #შეჯახება , #გემები , #კარიბის ზღვა

მსგავსი ინფორმაციები