იაპონიის ზღვაში სატრანსპორტო გემი ჩაიძირა

იაპონიის ზღვაში სატრანსპორტო გემი ჩაიძირა

1741785
იაპონიის ზღვაში სატრანსპორტო გემი ჩაიძირა

იაპონიის ზღვაში სატრანსპორტო გემის ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს, ერთ ადამიანს ეძებენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა „Houei Crystal“-მა დასავლეთ იაპონიაში, სიმანეს პრეფექტურის სანაპიროზე საგანგებო სიგნალი გასცა. სიგნალის მიღების შემდეგ რეგიონში დაუყონებლივ გაგზავნეს იაპონიის სანაპირო დაცვის ფრეგატები. ადგილზე მისულმა ფრეგატებმა აღმოაჩინეს, რომ სატრანსპორტო გემი ოკინოშიმას კუნძულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 380 კილომეტრში ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაძირულ გემს 8 ათასი ტონა ნახშირი გადაჰქონდა რუსეთის ნახოდკას პორტიდან, იაპონიის კინურას პორტში.

აღინიშნა, რომ გემის ეკიპაჟის ყველა წევრი ვიეტნამელი იყო.


საკვანძო სიტყვები: #ჩაიძრა , #გემი , #იაპონიის ზღვა

მსგავსი ინფორმაციები