პენტაგონმა ამერიკელი ჯარების გლობალური განლაგების მიმოხილვა დაასრულა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების გლობალური განლაგების მიმოხილვა დაასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ (პენტაგონი) პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის ამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ გაცემული დირექტივის შესაბამისად, მათი ჯარების გლობალური განლაგების მიმოხილვა დაასრულა.
ამ თემაზე პენტაგონში ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებისას, მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და კონკურენცია ჩინეთთან არის აღნიშნული გამოძიების მთავარი აქცენტი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე, ისევე როგორც ავსტრალიაში მუდმივად განლაგდებიან. ამავე ინფორმაციით, კვლევები ტარდება წყნარი ოკეანის რეგიონში ახალი განლაგების მიზნით, გლობალური განლაგების მიმოხილვის ფონზე. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომავალში დამატებითი სამხედრო გადასროლები განხორციელდება ასევე ევროპაშიც.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავის განცხადებაში განმარტა, რომ ანგარიშის მიხედვით, აშშ-მ ზოგიერთი სარაკეტო თავდაცვის სისტემა და საზღვაო ძალა ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და წყნარი ოკეანის რეგიონში გადაიტანა. ამავე ანგარიშის რეკომენდაციით, ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რეკომენდირებულია აშშ-მ გააგრძელოს საჭირო ძალების მიწოდება ირანის შემაკავებლად და ტერორისტული ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერისთვის.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შეფასება გრძელდება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე აფრიკაში და რომ შესაძლოა გააგრძელოს ძალების გადაყვანა ამ რეგიონებიდან.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა