ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა

ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა

1739335
ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა

ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია მთელი დღის განმავლობაში ვიქტორიას შტატებში, სამხრეთ ავსტრალიასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე. ზოგიერთ რეგიონში აკრძალვა მხოლოდ ღამის საათებში იქნება. კატებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ მათი პატრონის სახლების საზღვრებში. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუჩაში გამოსულ კატებს შეაგროვებენ. მფლობელებს კი თავიანთი კატების დასაბრუნებლად 125 ავსტრალიური დოლარის (AUD) ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.

ცნობისათვის, ავსტრალიაში 3 მილიონ 800 ათასი შინაური კატაა. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ეს კატები ყოველდღიურად 1 მილიონ 200 ათას ფრინველს კლავენ.


საკვანძო სიტყვები: #კატები , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები