„ავღანელი გოგონა“ შარბატ გულა იტალიამ შეიფარა

„ავღანელი გოგონა“ შარბატ გულა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ჟურნალ National Geographic-ის გარეკანით, იტალიამ შეიფარა

1739294
„ავღანელი გოგონა“ შარბატ გულა იტალიამ შეიფარა
Sharbat Gula.JPG
Sharbat Gula.jpg

„ავღანელი გოგონა“ შარბატ გულა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ჟურნალ National Geographic-ის გარეკანით, იტალიამ შეიფარა.

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ თალიბების მიერ ავღანეთზე კონტროლს დამყარებიდან სამი თვის შემდეგ გულას, რომელსაც სურდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა, ევაკუაციის პროცესში დაეხმარნენ.

იტალიის მთავრობის მინისტრთა საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთის მოქალაქე შარბატ გულა იტალიის დედაქალაქ რომში  ჩავიდა.

შარბატ გულამ მსოფლიოს ყურადღება 1985 წელს მიიპყრო, როდესაც ამერიკელი ფოტოგრაფის სტივ მაკკარის მიერ პეშავარში (პაკისტანი) ლტოლვილთა ბანაკში გადღებული მისი ფოტოსურათი National Geographic-ის გარეკანზე გამოჩნდა.



მსგავსი ინფორმაციები