არგენტინაში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
არგენტინაში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
1739336
არგენტინაში ათასობით ადამიანმა 25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. ქვეყნის დედაქალქ, ბუენოს-აირესში მემარცხენე ჯგუფებისა და სოციალური ორგანიზაციების მოწოდებით მაისის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის შენობის გასწვრივ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა და მთავრობას მოუწოდეს დაკარგული ქალების გამოვლენისკენ. დემონსტრანტმა მსვლელობა გამართეს ბანერებით „კმარა“ და „ერთი არ იქნება ნაკლები“. ზოგიერთმა დემონსტრანტმა სახე დაიხატა, რათა ყურადღება მიექცია ქალებზე, რომლებიც ძალადობის ქვეშ იმყოფებიან.
მათ ასევე ქალთა მიმართ ძალადობის განმახორციელებლების მკაცრად დასჯა მოითხოვეს.
მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა სევე სხვა ქალაქებშიც.