აშშ-ში მანქანა ხალხმრავლობაში შევარდა

ამერიკის უისკონსინის შტატში ავტომობილი ხალხმრავლობაში შეიჭრა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები

1736808
აშშ-ში მანქანა ხალხმრავლობაში შევარდა

ამერიკის უისკონსინის შტატში ავტომობილი ხალხმრავლობაში შეიჭრა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს წითელი ჯიპის ტიპის მანქანა ქალაქ ვაუკეშაში როგორ სწრაფად შედის ხალხმრავლობაში, რომელიც საშობაო აღლუმს ატარებდა. კადრებში ასევე ჩანს ინციდენტის დროს წარმოქმნილი პანიკის მომენტები და ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულები.

ვაუკეშას პოლიციის უფროსმა დენ ტომპსონმა განაცხადა, რომ მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა რიცხვი არ დაუსახელებია. მან ასევე თქვა, რომ დაშავდა 23 ადამიანი, მათგან 12 ბავშვი და ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #მანქანა , #ხალხმრავლობა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები