მიგრანტების კრიზისი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე

მიგრანტების კრიზისი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე

1735210
მიგრანტების კრიზისი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე

მაშინ, როდესაც ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ევროპაში იმიგრაციის მსურველთა ნაწილი სასაზღვრო კარიბჭედან ტყის ზონაში განთავსებულ ბანაკში დაბრუნდა, ზოგი მათგანი ღამის გასათევად მომზადებულ სპეციალურ ლოგისტიკურ ცენტრში გადავიდა.

უმრავლესობა, ერაყიდან ვიზებით ბელორუსიაში ჩასული და  ევროპაში ემიგრაციის საძიებლად ამ ქვეყნიდან პოლონეთში გადასვლის მსურველებმა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი დატოვეს. საზღვრის ბარიერების გადალახვის მსურველებიდან ზოგიერთი, რომლების წინააღმდეგაც პოლონეთის უსაფრთხოების ძალებმა ძალა გამოიყენეს, იძულებული გახდნენ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში განთავსებულ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გროდნოს გუბერნატორს დაავალა მოამზადოს დახურული ტერიტორია საზღვარზე მყოფი ლტოლვილების ღამის გასათევად.

მეორეს მხრივ, ბელორუსის საგამოძიებო კომისიამ რეგიონში, საზღვარზე ემიგრანტებსა და პოლონეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  

საკითხს ასევე გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც და ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტების, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ, შესაბამის უწყებებს ძალის არგამოყენებისკენ მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები