ლუკაშენკო-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ლუკაშენკო-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1734529
ლუკაშენკო-მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ტელეგრამის არხის ცნობით, ლუკაშენკოსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ და მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს,  ბელორუსია-პოლონეთის, ბელორუსი-ლიეტუვას და ბელორუსია-ლატვიის საზღვრებზე არსებული  მიგრანტების კრიზის განიხილეს. ამავე ინფორმაციით, მათ, მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხიც განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ამჟამად ბელორუსია-პოლონეთის, ბელორუსია-ლიეტუვას და ბელორუსია-ლატვიის საზღვრებზე ათასობით მიგრანტი იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები