აშშ-ს უცხოური ტექნიკური დახმარების პაკეტის მეოთხე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს უცხოური ტექნიკური დახმარების პაკეტის მეოთხე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა

1734135
აშშ-ს უცხოური ტექნიკური დახმარების პაკეტის მეოთხე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური ტექნიკური დახმარების პაკეტის მეოთხე ნაწილი უკრაინაში ჩავიდა.

კიევში აშშ-ის საელჩოს Facebook-ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა უკვე ჩავიდა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული დახმარება 60 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების მეოთხე ნაწილია რა, აშშ-ს მხრიდან უკრაინისათვის 2014 წლიდან გაწეული მთლიანი უსაფრთხოების დახმარება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა წელს უკრაინას 250 მილიონი დოლარის და დამატებით 60 მილიონი დოლარის საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარება დაამტკიცა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები