გაერო: ბელარუსს და პოლონეთს შორის არსებული მიგრანტების კრიზისი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

გაერო: ბელარუსს და პოლონეთს შორის არსებული მიგრანტების კრიზისი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

1732774
გაერო: ბელარუსს და პოლონეთს შორის არსებული მიგრანტების კრიზისი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააკეთა მოწოდება, რომ ბელარუსს და პოლონეთს შორის არსებული მიგრანტების კრიზისი არ იყოს პოლიტიზირებული.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა თავის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალს მიგრანტების კრიზისს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე.

დუჟარიკის თქმით, მიგრაციისა და ლტოლვილების საკითხები უნდა განიხილებოდეს ჰუმანიტარული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და დაამატა: „ეს სიტუაცია არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არ უნდა გამოიწვიოს დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის.“

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ პოლონეთთან მიგრანტების კრიზისის გამო.

განცხადება ლეიენმა ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული სანქციები მიმართული იქნება როგორც ფიზიკური პირების, ასევე ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ეს არ არის მიგრანტების კრიზისი ბელარუსსა და პოლონეთს შორის, ეს არის მინსკის ავტოკრატიული რეჟიმის მცდელობა, მოახდინოს მეზობლების დესტაბილიზაცია.“ - თქვა ლეიენმა.



მსგავსი ინფორმაციები