აშშ აცრილი ადამიანებისთვის საზღვრებს ხსნის

აშშ-მ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაახლოებით 20 თვის მანძილზე მოქმედი მოგზაურობის აკრძალვა გააუქმა მაათვის, ვინც აცრილია

1730724
აშშ აცრილი ადამიანებისთვის საზღვრებს ხსნის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო დაახლოებით 20 თვის მანძილზე მოქმედი მოგზაურობის აკრძალვა გააუქმა მაათვის, ვინც აცრილია.

დღეიდან შეერთებულმა შტატებმა დაიწყო იმ მგზავრების მიღება აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე, რომლებმაც დაასრულეს ვაქცინაცია, რითაც დასრულდა წინა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროიდან მოქმედი Covid-19-ის შეზღუდვები.

ახალი რეგულაციების მიხედვით, აშშ-ში შესვლის მსურველმა მგზავრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ აცრილი არიან და წარადგინონ ტესტის უარყოფითი პასუხი. მექსიკიდან და კანადიდან სახმელეთო გზით მიმავალ ვიზიტორებს კოვიდ-19-ის ტესტი არ მოეთხოვებათ.

მგზავრებს, რომლებსაც აშშ-ში საჰაერო გზით შესვლა სურთ, მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ვაქცინაციის ბარათებთან შესაბამისობა, ხოლო მგზავრებს, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ, რომ სრულად არიან აცრილები, თითო დარღვევაზე შესაძლოა 35 ათას დოლარამდე ჯარიმა დაეკისროთ.



მსგავსი ინფორმაციები