ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმის  პასუხისმგებლობა დაეშმა აიღო

ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმის  პასუხისმგებლობა დაეშმა აიღო

1728598
ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმის  პასუხისმგებლობა დაეშმა აიღო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ვეზირ აქბარ ხანის რეგიონში სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოზე გუშინ შუადღისას განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია დაეშმა აიღო.

ტერორისტული ორგანიზაცია დაეში, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ მათ მიერ 5 თავდამსხმელით განხორციელებული ტერაქტის დროს თალიბანის მრავალი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურთაგანი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშრებით, თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და 3 თალიბანის წევრი.

თვითმხილველების თქმით გუშინდელ, თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები