გერმანიის პრეზიდენტმა ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა

“ახალი კაბინეტის შექმნამდე ძველ მთავრობას თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა“

1725756
გერმანიის პრეზიდენტმა ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ბუნდესტაგის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსულმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერ ანგელა მერკელს ახალი მთავრობის ფორმირებამდე თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა. თავის გამოსვლაში შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა მერკელს და თქვა: „ქალბატონო კანცლერო, მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმ თექვსმეტი წლისთვის, რომლის განმავლობაშიც ხელმძღვანელობდით ჩვენს ქვეყანას კრიზისებისა და არეულობის თვალსაზრისით არც თუ ისე ღარიბ დროს. დიახ, ამ 16 წლის განმავლობაში იყო მრავალი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, ევროს კრიზისი, დიდი ჰუმანიტარული და ლტოლვილთა კრიზისი, მიგრაციის კრიზისი და ბოლოს კოვიდ-19-ის კრიზისი. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული ევროპასა და მთელ მსოფლიოში და ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით."

გერმანიაში არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრისა და სხვა ფედერალური მინისტრების უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად იწურება ბუნდესტაგის სხდომის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი კონსტიტუციის სათანადო მუხლის შესაბამისად, რეკომენდაციას უწევს ძველ მთავრობას ქვეყანაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩნენ თანამდებობებზე.



მსგავსი ინფორმაციები