ამერიკის სენატმა ანკარაში ელჩად ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის სენატმა ანკარაში ელჩად ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა დაამტკიცა

1725503
ამერიკის სენატმა ანკარაში ელჩად ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ანკარაში მისი ქვეყნის ელჩად წარდგენილი ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა დაამტკიცა.

ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატის გენერალურ სესიაზე გამართულ სიტყვიერ კენჭისყრაზე დაამტკიცეს.

ფლეიკი უახლოეს მომავალში გადაიბარებს ანკარაში აშშ-ის ელჩის პოსტს დევიდ სატერფილდისგან.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ფლეიკი ანკარაში აშშ-ს ელჩად ივლისში დაასახელა, ხოლო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ფლეიკის კანდიდატურა 20 ოქტომბერს დაამტკიცა, რამაც გზა გაუხსნა სენატის გენერალურ სესიაზე საბოლოო კენჭისყრას.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელია, ფლეიკმა მხარი დაუჭირა დემოკრატ ბაიდენს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი 2013-2019 წლებში აშშ-ს სენატში არიზონას შტატის სენატორი იყო და 2001-2013 წლებში კი წარმომადგენელთა პალატის წევრი გახლდათ.

ფლეიკი 2019 წელს სენატიდან პენსიაზე გავიდა იმ მოტივით რომ, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკა ერთმენეთს დაშორდა.


საკვანძო სიტყვები: #ჯეფ ფლეიკი , #ანკარა , #თურქეთი , #ელჩი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები