ჩინეთი ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს

მესაზღვრეებს იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ

1724482
ჩინეთი ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს

 

ჩინურ გაზეთ South China Morning Post-ის მიხედვით, საზღვრის უსაფრთხოების ახალი კანონი, რომელიც დაამტკიცა ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა. ეს ახალი სახმელეთო საზღვრების კანონი, რომელიც 62 მუხლისა და 7 ნაწილისგან შედგება, ითვალისწინებს „სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოების რეგულირებას და განმტკიცებას.“ ახალი კანონი  სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევთ იარაღი გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, ვინც ძალით შეეცდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მოაწყობს თავდასხმებს ან სხვა ძალადობრივ ქმედებებს საზღვარზე, საფრთხეს შეუქმნის ვინმეს სიცოცხლეს ან საკუთრებას, საზღვრის გასწვრივ შეეცდება უპილოტო და მიკრომსუბუქი თვითმფრინავების გამოყენებას და ა.შ. გარდა ამისა, ეს ახალი კანონი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიოს საზღვრებზე მომხდარ ნებისმიერ „ოკუპაციას, შეპარვას ან პროვოკაციას“, ხოლო პეკინის მიერ მიზანშეწონილად მიიჩნევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს საზღვრების დახურვასაც კი. ჩინეთს სახმელეთო საზღვრები აქვს ჩრდილოეთ კორეასთან, რუსეთთან, მონღოლეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, ავღანეთთან, პაკისტანთან, ბუტანთან, ლაოსთან, მიანმართან, ნეპალთან, ვიეტნამთან და ინდოეთთან.


საკვანძო სიტყვები: #საზღვარი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები