ვაშინგტონი მზადაა ფხენიანს უპირობოდ შეხვდეს

“დადგა დრო მასთან "მდგრადი და ფუნდამენტური დიალოგის" წარმართვისა

1722874
ვაშინგტონი მზადაა ფხენიანს უპირობოდ შეხვდეს

 

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ მათ  ჩრდილოეთ კორეას უპირობო მოლაპარაკებები შესთავაზეს, რადგან დადგა დრო, რათა ამ ქვეყანასთან განხორციელდეს "მდგრადი და ფუნდამენტური დიალოგი." მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოაცხადა, რომ მან  "ახალი ტიპის წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა", აშშ-მა და ბრიტანეთმა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანეს. გრინფილდმა, ჟურნალისტებთან განცხადებაში დაგმო ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, მას  „უგუნური პროვოკაცია“ უწოდა და თქვა, რომ ეს ცდები არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. მისივე თქმით, დროა განხორციელდეს "მდგრადი და ფუნდამენტური დიალოგი" კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის და ამიტომ შესთავაზეს მას უპირობო შეხვედრა ყოველგვარი  წინაპირობების წამოყენების გარეშე. “ჩვენ მზად ვართ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან,“ განაცხადა თომას გრინფილდმა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ 15 სექტემბერს მცირე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, ხოლო 28 სექტემბერს კი, "ახლად განვითარებული ჰიპერსონიული რაკეტები."  გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის გამო,  2006 წლიდან ეკონომიკური და სამხედრო სანქციები დაუწესა


საკვანძო სიტყვები: #ჩრდილოეთ კორეა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები