ოლივერ ვარჰელიმ „თურქეთის ანგარიში“ შეაფასა

„ანკარასთან დიალოგი გაგრძელდება“

1722480
ოლივერ ვარჰელიმ „თურქეთის ანგარიში“ შეაფასა

სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ, კომისიის მიერ მომზადებული მიმდინარე წლის ანგარიშების გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თქვა:

„თურქეთი მთავარ პარტნიორად რჩება ისეთი საერთო ინტერესების სფეროებში, როგორებიცაა მიგრაცია, კონტრტერორიზმი, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგია და ტრანსპორტი.“ მისივე თქმით, კლიმატისა და მიგრაციის საკითხებზე მაღალი დონის დიალოგებიც ამ კონტექსტში მიმდინარეობს და ამას მალე მოჰყვება მაღალი დონის დიალოგი ჯანმრთელობის სფეროშიც. „თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები შეჩერდა 2019 წლის ივნისში, თუმცა, თანამშრომლობა და დიალოგი თურქეთთან ახლიდან გაიზარდა 2021 წელში და ბრიუსელი მზად არის ითანამშრომლოს თურქეთთან პროპორციული, თანდათანობითი და შექცევადი გზით. ჩვენ მივესალმებით თურქეთის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმების რატიფიცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, თურქეთმა არ მოხსნა ევროკავშირის შეშფოთება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და სასამართლო სისტემა,“ განაცხადა ვარჰელმა. მისივე შეფასებით, მიგრაციის შესახებ 18 მარტის შეთანხმებამ დადებითი შედეგი გამოიღო და მის ფარგლებში თურქეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე მიგრაციის პროცესებში და ამასთან არის ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოში ყველაზე მეტ ლტოლვილს.



მსგავსი ინფორმაციები