ნიგერიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
1721581

ნიგერიის ქალაქ, სოკოტოში ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. სოკოტოს გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმა გორონოს რეგიონში განხორციელდა.
ფაქტს, ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამედ ბუჰარიც გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო რა, განაცხადა, რომ ამ საზარელი ქმედების ჩამდენების დღეები დათვლილია.