პარიზში, ალჟირელთა სისხლიანი ტრაგედიიდან 60 წელი გავიდა
გუშინ, მრავალ ქალაქში დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიები გაიმართა
![პარიზში, ალჟირელთა სისხლიანი ტრაგედიიდან 60 წელი გავიდა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/9dcc/618e/cceb/616d174696e11.jpg?time=1737858630)
![fransa 61 katliami cezayirliler1.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/bcc8/d63d/7609/616d1751310ba.jpg?time=1737858630)
![fransa 61 katliami cezayirliler.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/9dcc/618e/cceb/616d174696e11.jpg?time=1737858630)
როგორც ცნობილია, 1961 წლის 17 ოქტომბერს პარიზში, ალჟირის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მხარდასაჭერად მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც მკაცრად იქნა დარბეული ფრანგი პოლიციელების მხრიდან და გუშინ, ამ ხოცვა-ჟლეტის 60 წლისთავზე, დედაქალაქ პარიზთან ერთად ქვეყნის კიდევ 70 ქალაქში გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიები. 60 წლის წინ გამართული ხსენებული დემონსტრაციის დროს, სენ-მიშელის სახელობის ხიდზე, ალჟირის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ და კომენდანტის საათის გამპროტესტებელ დემონსტრაციაზე, 300-ზე მეტი ალჟირელი წარმოშობის მოქალაქე იქნა მოკლული და ამიტომ გუშინდელი ხსოვნის ცერემონია, ამ ხიდზე და მის მიდამოებში გაიმართა. აქტივისტებმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, ხსენებული ხოცვა-ჟლეტა აღიარონ როგორც „სახელმწიფო დანაშაული“ და ამასთან, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გახსნან ყველა არქივი. დემონსტრაციის ორგანიზატორებმა, 60 წლის წინანდელი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ, მდინარე სენაში ვარდები ჩაყარეს, ხოლო სენ-მიშელის სახელობის ხიდი კი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. დემონსტრაციის დროს პოლიციამ უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღო.