მადურო ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას აფასებს

მადურო ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას აფასებს

1721212
მადურო ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას აფასებს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ  ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. სახელმწიფო ტელევიზია, VTV-ზე განცხადებების გამკეთებელმა, მადურომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოდან მოყოლებულ ოპოზიციასთან დიალოგის ჩაშლაში აშშ-მ  „სასიკვდილო დანა“ დაარტყა.

მადურო სატელევიზიო გამოსვლის დროს ამტკიცებდა, რომ ალექს სააბი, რომელიც შეერთებულ შტატებს გადასცეს გუშინ დასავლეთ აფრიკის ქვეყნა კაბო-ვერდეს ჩინოვნიკებმა,  ვენესუელელი დიპლომატი არ არის.

„შეერთებულმა შტატებმა იცოდა, რომ მექსიკის დიალოგის კომისიის წევრის ალექს სააბის გატაცებით მან სასიკვდილო დარტყმა მიაყენა მექსიკაში გამართულ მოლაპარაკებებს, ამის შესახებ იცის შეერთებულმა შტატებმა. მათ არ სურთ დიალოგი, ვენესუელას მშვიდობა და სტაბილურობა,“ განაცხადა ნიკოლას მადურომ.

შეგახსენებთ, რომ ალექს სააბი  კაბო-ვერდეში 2020 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება „ფულის რეცხვა“ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სასარგებლოდ.  საკითხთან დაკავშირებით ვენესუელის ხელისუფლების მაშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ სააბს ჰქონდა დიპლომატიური იმუნიტეტი და  კაბო-ვერდე, ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები