იემენის ეროვნული ვალუტა რიალი რეკორდულად გაუფასურდა

მთავრობამ უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღო

1721320
იემენის ეროვნული ვალუტა რიალი რეკორდულად გაუფასურდა

იემენის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მუინ აბდულმალიქის თავმჯდომარეობით გამართულ საგანგებო სხდომაზე გადაწყვიტა, ეროვნული ვალუტის  უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად დაცემის გამო, დროებით შეწყვიტოს ფინანსური გარიგებები და ოპერაციები. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, შიდა ფინანსური ქსელების მეშვეობით განხორციელებული გადარიცხვები შეწყდება, ადგილებზე ჩატარდება გამოკვლევები და ასე შეფასდება არსებული მდგომარეობა, ხოლო ცენტრალური ბანკი, იმ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომლებიც არ შეასრულებენ ვალუტის გაცვლის კანონს და ბანკის მითითებებს, ლიცენზიებს გააუქმებენ. ამავე დადგენილების ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა აბდულმალიქმა შესაბამის სამინისტროებს და ძალოვან სტრუქტურებს დაავალა, გაამკაცრონ პროცედურები პორტებში, მიიღონ სამართლებრივი ზომები ამ მიმართულებით და ამასთან, უცხოური ვალუტის კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით, შეზღუდონ ფულადი გზავნილები საზღვარგარეთ. იემენში, სადაც სამოქალაქო ომი დიდი ხანია მიმდინარეობს, ადგილობრივი ვალუტა რეკორდულ ვარდნას განიცდის უცხოური ვალუტის მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით, ქვეყანაში 1 ამერიკული დოლარის ფასი, 1380 რიალი გახდა და მისი ასეთი  რეკორდული გაუფასურება კიდევ უფრო ასუსტებს ხალხის ისედაც დაბალ მსყიდველუნარიანობას, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელმა კი 80 პროცენტს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები