ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა  ერთობლივი საზღვაო სწავლება დაიწყეს

ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა  ერთობლივი საზღვაო სწავლება დაიწყეს

1720033
ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა  ერთობლივი საზღვაო სწავლება დაიწყეს

გაზეთ, Global Times-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება, სახელწოდებით „საერთო ზღვა 2021“, დაიწყეს.

ამავე ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საზღვაო სამიზნეების ერთობლივი მანევრირებისა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების საკომუნიკაციო, ნაღმებისგან დაცვის, საზენიტო და წყალქვეშა ნავების გამოყენებით.

მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ, რომლებიც აკრიტიკებენ შეერთებული შტატების გლობალურ, რეგიონულ და სამხედრო პოლიტიკას, ატარებენ ერთობლივ წვრთნებს ისეთ  დროს, როდესაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ავსტრალიას დაეხმარება წყნარი ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ფლოტის ჩამოყალიბებაში, AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიასთან ერთად.



მსგავსი ინფორმაციები