ბლინკენმა, ლაპიდისთან და ალ ნაჰაიანთან ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილა
ბლინკენმა, ლაპიდისთან და ალ ნაჰაიანთან ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდისთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან ახლო აღმოსავლეთიში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენის, თავის ისრაელელ და არაბთა გაერთიანებულ საამიროების კოლეგებთან გამართული შეხვედრის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე, ე.წ. „აბრაამის შეთანხმების“ ერთი წლის თავზე განვითარებული მოვლენები იქნა განხილული. მისივე თქმით, ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საკითხის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტას, რომელიც როგორც პალესტინელების ასევე ისრაელელების ცხოვრებას გააუმჯობესებს.
ნედ პრაისის განცხადებაში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ შეხვედრაზე ასევე დეტალურად იქნა განხილული ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა და სხვა გლობალური საკითხები.