საფრანგეთი: "მღვდლებმა უნდა შეატყობინონ სასამართლოს სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ"

საფრანგეთი: "მღვდლებმა უნდა შეატყობინონ სასამართლოს სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ"

1719077
საფრანგეთი: "მღვდლებმა უნდა შეატყობინონ სასამართლოს სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ"

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა, ფრანგ ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარე, ერიკ დე მოულინ-ბოფორი მიიღო და მასთან საუბარში განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა, ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და პედოფილიის შემთხვევები, რაც ამ ბოლო წლებში ძალზედ გახშირდა, აუცილებლად  უნდა შეატყობინონ სასამართლოს და ძალოვან სტრუქტურებს, რადგან უსაფუძვლოს წარმოადგენს მისი ადრინდელი განცხადება, თითქოსდა "აღსარების საიდუმლოება" აღემატებოდეს საფრანგეთის კანონებს. მინისტრის თქმით, "აღსარების კონფიდენციალურობა" კანონით თითქმის 200 წელია რაც მოქმედებს და ის როგორც ექიმებისა და იურისტების შემთხვევაში, სასულიერო პირებთან მიმართებითაც "პროფესიულ საიდუმლოებად" ითვლება, აქედან გამომდინარე იმ მღვდლებმა, რომლებმაც იციან სექსუალური ძალადობისა და 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დანაშაულის შესახებ, აუცილებლად უნდა შეატყობინონ ამის შესახებ მართლმსაჯულებას და  სასულიერო პირებმა ასეთი შემთხვევების დროს არ უნდა ისარგებლონ და გაამართლონ ეს „აღსარების საიდუმლოება.“ მოულინ-ბოფორტმა კი განაცხადა, რომ ფრანგ ეპისკოპოსებს გადაწყვეტილი აქვთ, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით პრიორიტეტი მიანიჭონ ბავშვების დაცვას და პედოფილიის პრევენციას.



მსგავსი ინფორმაციები