საფრანგეთი, ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა მოიცვა

ისინი საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

1715565
საფრანგეთი, ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა მოიცვა
fransa hukumet karsiti gosteriler1.jpg
fransa hukumet karsiti gosteriler.jpg

მთავრობის სოციალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად, საფრანგეთში ათასობით ადამიანმა მოაწყო გაფიცვა და დემონსტრაცია. დედაქალაქ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქტივისტები, პროფკავშირების ხელმძღვანელების მოწოდებით, ოპერის სახლისკენ გაემართნენ. მთავრობის მიერ მომზადებული საპენსიო რეფორმის საპასუხოდ, დემონსტრანტებმა მოითხოვეს როგორც საჯარო და კერძო სექტორში სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე პენსიონერების, დასაქმებულებისა და საჯარო მოსამსახურეების ხელფასების მომატება. პოლიციამ ინტენსიური უსაფრთხოების ზომები მიიღო პარიზის აქციის დასაცავად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა. პარიზის გარდა, დემონსტრაციები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით კიდევ 200-ზე მეტ ქალაქში. ამ  დემონსტრაციების გამო,  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, გაფიცვაში მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა 4,06 პროცენტმა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა, 2020 წლის მარტში, კოვიდ-19 ეპიდემიის გამო შეაჩერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ  შესაბამის დროს, რეფორმაზე მუშაობა კვლავ განახლდება.



მსგავსი ინფორმაციები