ლიბანში დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატი დააკავეს

ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი

1715712
ლიბანში დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატი დააკავეს

ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ  სირიის საზღვართან მდებარე ბექას პროვინციის ქალაქ არსალში მოქმედ საწვავის სადგურზე, ტომრებში ჩატვირთული 28 ტონაზე მეტი ამონიუმის ნიტრატი ამოიღეს, რომელიც შეიცავს   26% აზოტს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი, რომლებთაგანაც ერთი ლიბანის მოქალაქეა, 2 სირიელი. პროკურატურამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, 2020 წლის 4 აგვისტოს, ბეირუთის პორტში ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც ძალიან ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რომელმაც შეძრა მთელი ქალაქი. ამ აფეთქების შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, 6000-ზე მეტი დაშავებულიდან 1000-ზე მეტი ინვალიდი გახდა, ხოლო 300,000 კაცმა კი იძულებითი დევნილის სტატუსი მიიღო. პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ თქვა, რომ აფეთქება გამოიწვია 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც 6 წლის განმავლობაში ინახებოდა ნავსადგურის საწყობში.



მსგავსი ინფორმაციები