იაპონიის ახალი კაბინეტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

იაპონიის ახალი კაბინეტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

1714890
იაპონიის ახალი კაბინეტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

იაპონიის რიგით მე-100 პრემიერ მინისტრი კიშიდა ფუმიო საზოგადოებას,  ეკონომიკის "დონის ამაღლებას" შეჰპირდა. მან დედაქალაქ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტებს შორის იქნება და პირობა დადო, რომ სწორედ ამ ეპიდემიის ფონზე მოახდენს ეკონომიკის „დონის ამაღლებას,“ ამიტომაც მისი კაბინეტი უმოკლეს დროში წარადგენს ეკონომიკურ პაკეტს. ჩინეთის რეგიონულ საქმიანობაზე საუბრისას ფუმიომ განაცხადა, რომ ამ სიტუაციის პირობებში იგი, აშშ-თან ერთად,  "თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის" ხედვას განახორციელებს რა, მისი ქვეყანა “წინააღმდეგი იქნება სტატუს კვოს ცალმხრივი ძალის შეცვლისა." კიშიდა შეეხო ჩრდილოეთ კორეის მიერ დაკავებული იაპონელი მოქალაქეების პრობლემასაც და მას "დღის წესრიგის“ მთავარი საკითხი უწოდა. "ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იაპონიის მოქალაქეების დასაბრუნებლად. მე მზად ვარ შევხვდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე,"-თქვა მან. კიშიდას კაბინეტმა, რომელიც საიმპერატორო სასახლეში მიიღო ქვეყნის იმპერატორმა ნარუჰიტომ, ოფიციალურად დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება



მსგავსი ინფორმაციები