ახალ ზელანდიაში ვაქცინის სერტიფიკატის გამოყენება დაიწყება

ახალ ზელანდიაში დაამტკიცეს ვაქცინის სერტიფიკატის გამოყენება

1714914
ახალ ზელანდიაში ვაქცინის სერტიფიკატის გამოყენება დაიწყება

ახალ ზელანდიაში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) დელტას ვარიანტთან ბრძოლა გრძელდება, დაამტკიცეს ვაქცინის სერტიფიკატის გამოყენება.

პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა, ახალი ზელანდიელების მიერ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამამტკიცებელი სერტიფიკატის შესახებ განცხადება გააკეთა.

პრემიერმა არდერნმა თქვა, რომ სერტიფიკატები იქნება მოთხოვნილი დიდ ღონისძიებებზე, როგორიცაა მუსიკალური ფესტივალები და დაამატა: ”ჩვენ გამოვიყენებთ ვაქცინის სერტიფიკატებს, როგორც ინსტრუმენტს რისკების შესამცირებლად იმ გარემოში, რომელიც ამჟამად ითვლება მაღალი რისკის მქონედ.”

მისივე თქმით, ახალი ზელანდიელები მომავალი თვიდან დაიწყებენ QR კოდიან ციფრული კოვიდ -19 ვაქცინის მოწმობის გამოყენებას, რაც ასევე "ვაქცინის პასპორტს" ნიშნავს.

"გთხოვთ გაიკეთოთ აცრა ახლა, ზაფხული ახლოვდება. ასე რომ გაიკეთეთ სრული (ორმაგი დოზა) ვაქცინა, თქვენ უნდა გაიკეთოთ აცრა ამ თვეში და არა დეკემბერში, რათა მიიღოთ ვირუსისგან სრული დაცვა და აკეთოთ ის, რაც გიყვართ."-მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს.

არდერნმა თქვა, რომ ისინი უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებენ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა და დაამატა, რომ ისინი არ გეგმავენ ვაქცინის სერტიფიკატების გამოყენებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისები და სუპერმარკეტები.



მსგავსი ინფორმაციები