დაქირავებული მებრძოლები ლიბიას ტოვებენ

დაქირავებული მებრძოლები ლიბიას ტოვებენ

1714503
დაქირავებული მებრძოლები ლიბიას ტოვებენ

 

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნეჯლა ალ-მანგუშიმ განაცხადა, რომ შეზღუდული რაოდენობით დაქირავებულმა მებრძოლებმა მათი ქვეყანა დატოვეს.

ნეჯლა ალ-მანგუშიმ ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თავის ქუვეითელ კოლეგას, აჰმედ ნასერ მუჰამედ ეს-საბას რა დროსაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს ალ-მანგუშიმ განაცხადა, რომ შეზღუდული რაოდენობით დაქირავებულმა მებრძოლებმა მათი ქვეყანა დატოვეს რა, ეს მათთვის მცირე დასაწყისია.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა დაქირავებული მებრძოლი დატოვებს ლიბიის ტერიტორიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 5+5-ის ერთობლივი სამხედრო კომიტეტის გეგმის მიხედვით,“ განაცხადა ალ-მანგუშიმ.

მეორეს მხრივ, ლიბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებისათვის მუშაობენ.

ნეჯლა ალ-მანგუშის ქუვეითში ვიზიტთან დაკავშრებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები