აშშ-ში მცხოვრები 3 მუსლიმიდან 2 ისლამოფობიური გავლენის ქვეშ არის

აშშ-ში მცხოვრები 3 მუსლიმიდან 2 ისლამოფობიური გავლენის ქვეშ არის

1712615
აშშ-ში მცხოვრები 3 მუსლიმიდან 2 ისლამოფობიური გავლენის ქვეშ არის

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის სხვათა და კუთვნილების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ მუსლიმი მოსახლეობის 67,5 პროცენტმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადა ისლამოფობია.

ეს მაჩვენებელი მუსლიმ ქალებისთვის 76,7 პროცენტამდეა გაზრდილი. ხოლო მამაკაცების 58,6 პროცენტი ექვემდებარება ისლამოფობიურ მიდგომას.

გამოკითხულთა 93,7 პროცენტმა განაცხადა, რომ ისლამოფობია ამერიკულ საზოგადოებაში ზოგადად გავლენას ახდენს მათ ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

გამოკითხვის თანახმად, მონაწილეთა დაახლოებით 33 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობდნენ დაემალათ თავიანთი რელიგიური იდენტურობა, რათა არ გამხდარიყო ისლამოფობიის მსხვერპლი. ხოლო 88,2 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი თავს არიდებდნენ გარკვეულ გამოსვლებს და ქმედებებს იმის გამო, რომ საპასუხო რეაქციის შიში არ შექმნოდათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში,  შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის და ასაკის 1,123 მუსულმანი მონაწილეობდა.

ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3,5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს.


საკვანძო სიტყვები: #ისლამოფობია , #მუსლიმები , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები