ძლიერი მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე

ძლიერი მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე

1711379
ძლიერი მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის დროით 07:48 საათზე საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამავე ინფორმაციით, მიწისძვრა,  დედამიწის ზედაპირიდან 35 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ კრეტაზე გუშინ დილით 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას მსხვერპლი არკალოხორის ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევისას მოჰყვა, როდესაც იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #კუნძული კრეტა

მსგავსი ინფორმაციები