ლეიბორისტებმა ისრაელისადმი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს

„ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ რასობრივ დისკრიმინაციას ატარებს“

1711716
ლეიბორისტებმა ისრაელისადმი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს

ინგლისის ლეიბორისტულმა პარტიამ მხარი დაუჭირა და დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. დიდი ბრიტანეთის მთავარმა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელი, პალესტინელი ხალხისთვის აპარტეიდს, ე.ი. რასობრივი დისკრიმინაციის რეჟიმს იყენებს. ხსენებული რეზოლუცია მხარს უჭერს სანქციებს ისრაელის წინააღმდეგ და ამასთან  ბრიტანეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს იარაღით ვაჭრობა ისრაელთან. ეს რეზოლუცია ასევე გმობს ისრაელის თავდასხმებს პალესტინელებზე და ითხოვს როგორც იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ოკუპაციის დასრულებას, ასევე ღაზას ბლოკადის შეწყვეტასაც. რეზოლუცია ასევე მოითხოვს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე, არალეგალურ ებრაულ დასახლებებთან ვაჭრობის შეწყვეტასაც.  



მსგავსი ინფორმაციები