იემენში ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

იემენში ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

1711713
იემენში ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

იემენში, მარიბის და შაბვას ქალაქებში სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ბოლო მონაცემებით 67 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების დროს საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა კოალიციურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს სამთავრობო ძალებს საჰაერო დარტყმებით. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან 58 ჰუსიტების ბოევიკი გახლდათ. ქვეყანაში ერთ დღეში კოალიციის ძალების თვითმფრინავებმა 20-ზე მეტი საჰაერო იერიში განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები: #ჰუსიტები , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები