ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

1711382
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი დაუდგენელი „ბალისტიკური“ რაკეტა გამოსცადა. სააგენტო Kyodo-ს მხრიდან იაპონიის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი დაუდგენელი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამავე ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა  იოშიჰიდე სუგამ  მთავრობის შესაბამის ინსტიტუტებს დაავალა მოემზადონ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეამ ამ თვეში მეორედ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. 15 სექტემბერს გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.


საკვანძო სიტყვები: #რაკეტა , #ჩრდილოეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები