გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტია SPD-მ ხმების  25,7 პროცენტი მიიღო

1710835
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

გერმანიაში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ -დემოკრატიულმა პარტია SPD-მ ხმების  25,7 პროცენტი მიიღო, ხოლო ქრისტიანული ერთობის პარტიებმა (CDU/CSU) 24,1 პროცენტი. ქვეყნის ფედერალურმა საარჩევნო საბჭომაც გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების დროებითი არაოფიციალური შედეგები და შესაბამისად SPD-მ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს და, სავარაუდოდ, მორიგი კანცლერიც იგი გახდება, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25,7 პროცენტი მიიღო. ქრისტიანული კავშირის (CDU/CSU) პარტიებმა, რომლებმაც ქრისტიან -დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარე არმინ ლაშკეტი ხელმძღვანელობს, ხმების 24.1 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა. მოკლედ, ამ არაოფიციალური შედეგების მიხედვით, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა ასე განაწილდა:

სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD - 206,

ქრისტიანული ერთობის პარტიები CDU/CSU - 196,

მწვანეთა პარტია - 118,

FDP - 92,

AfD - 83,

მემარცხენე პარტია - 39.

SPD– ს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა გამარჯვების სიტყვაში თქვა: "შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებს სურთ ჩემი ქვეყნის ახალ კანცლერად ხილვა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წლის ბოლომდე შევქმნა ახალი მთავრობა."

ქარისტიანული კავშირის პარტიებმა CDU/CSU- მ, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე დაბალი ხმების რაოდენობა მიიღო. მისმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა თქვა, რომ ის კოალიციური მთავრობის  შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.



მსგავსი ინფორმაციები