უკრაინამ ავღანეთიდან კიდევ ათეულობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

უკრაინამ ავღანეთიდან კიდევ ათეულობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

1710230
უკრაინამ ავღანეთიდან კიდევ ათეულობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

უკრაინამ, ავღანეთიდან კიდევ 96 ადამიანის, მათ შორის საკუთარი და სხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა, ავღანეთში მყოფი  თავისი მოქალაქეების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს რა, კიდევ 96 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა შორის როგორც უკრაინის ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმ განაცხადა, რომ 28 აგვისტოდან მოყოლებული ავღანეთიდან სულ 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები: #ევაკუაცია , #ავღანეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები