ჯოზეფ ბორელი მევლუთ ჩავოშოღლუს შეხვდა

ჯოზეფ ბორელი მევლუთ ჩავოშოღლუს შეხვდა

1709985
ჯოზეფ ბორელი მევლუთ ჩავოშოღლუს შეხვდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია არის ურთიერთობების საფუძველი.

ჯოზეფ ბორელი, გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულ ნიუ-იორკში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორელიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე, კვიპროსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ავღანეთის საკითხები განიხილეს. ჯოზეფ ბორელიმ თავის განცხადებაში მტკიცედ აღნიშნა, რომ  საერთაშორისო და რეგიონალური სტაბილურობისთვის  ევროკავშირის თანამშრომლობა თურქეთთან აუცილებელია.



მსგავსი ინფორმაციები