ტუნისის პრეზიდენტმა საკუთარ თავს საკანონმდებლო უფლებამოსილება მიანიჭა

ტუნისის პრეზიდენტმა საკუთარ თავს საკანონმდებლო უფლებამოსილება მიანიჭა

1709672
ტუნისის პრეზიდენტმა საკუთარ თავს საკანონმდებლო უფლებამოსილება მიანიჭა

 

ტუნისის პრეზიდენტმა ქაიზ საიდმა გააუქმა დროებითი კომისია, რომელიც აკონტროლებდა საკანონმდებლო წინადადებების კონსტიტუციასთან შესაბამისობას და ახალი ბრძანებულებით, საკანონმდებლო უფლებამოსილება საკუთარ თავზე აიღო. ამით მან კიდევ ერთხელ გაიფართოვა უფლებამოსილება, რომელსაც სათავე დაუდო ივლისში ჯერ პარლამენტის დათხოვნისა და შემდეგ  პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებით. სწორედ ამავე თვეში მან "საგანგებო გადაწყვეტილებების" განხორციელების უფლებაც მიისაკუთრა, რაც დღემდე გრძელდება. ხსენებული კომისიის გაუქმების შემდეგ, პოლიტიკური რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება იმ კომიტეტის მხრიდან, რომელსაც ისევ საიდი შექმნის. პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების განკარგულებები გამოქვეყნდა ოფიციალურ გაზეთში და დღეიდან შევიდა ძალაში. ახალი დადგენილების თანახმად, მინისტრთა კაბინეტი ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტის წინაშე და არა პარლამენტის. გარდა ამისა, პრეზიდენტი დანიშნავს პრემიერ-მინისტრსაც, კაბინეტის წევრებსაც, მთავრობის პოლიტიკასაც და იგი გამოიტანს ასევე საგანგებო გადაწყვეტილებებსაც.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ტუნისი

მსგავსი ინფორმაციები