სტოლტენბერგსა და გუტიერესს შორის შეხვედრა გაიმართა
სტოლტენბერგსა და გუტიერესს შორის შეხვედრა გაიმართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში განვითარებული მოვლენები და კლიმატის ცვლილებების საკითხი.
ნატო-ს წერილობითი განცხადების თანახმად, შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრისას გამოითქვა ერთგულება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებების მიმარათ.
სტოლტენბერგმა გუტიერესს მიაწოდა ინფორმაცია ავღანელების უსაფრთხოების საკითხზე მუშაობის შესახებ.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თალიბების მიერ, ევაკუაციის, ადამიანის უფლებებისა და ტერორიზმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესრულების მნიშვნელობაზე.
კლიმატური ცვლილებები იყო დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
მსგავსი ინფორმაციები

ნიუ-იორკში წითელი განგაშია კანადიდან წამოსული ტყის ხანძრის კვამლის გამო
ნიუ-იორკში წითელი განგაშია კანადიდან წამოსული ტყის ხანძრის კვამლის გამო